თუ გსურთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენის შესწავლა და ამასთანავე მისი მდიდარი კულტურის ახლოდან გაცნობა მაშინ ეს შემოთავაზება თქვენთვისაა. იბერიაში დაგხვდებათ:
თბილი და მეგობრული გარემო
მაღალკვალიფიკაციური ქართველი და ესპანელი მასწავლებლები
ენთუზიაზმით სავსე ქართულ-ესპანური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც მუდამ მზადაა სტუდენტის საჭიროებებს მოერგოს. გახდით ჩვენი დიდი ოჯახის წევრი და ესპანური ენის სწავლასთან ერთად ისარგებლეთ სხვა მრავალი საინტერესო შემოთავაზებით:
იბერია ხშირად ასაჩუქრებს თავის სტუდენტებს სხვა დამატებითი კურსებით, რაშიც მონაწილეობის მიღება სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ.
გაქვთ საშუალება 1 თვიდან 1 წლამდე ვადით ჩვენს პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტში გაიაროთ ენის კურსი, რომლის ორგანიზებაც, სავიზო საკითხების მოგვარების ჩათვლით, ჩვენს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.
ესპანურ სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გაქვთ შესაძლებლობა სკოლის მერხიდანვე მოხვდეთ ესპანეთის პროფესიულ სასწავლებლებში.
ჩვენი ცენტრის სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ სტუმარი სტუდენტის სტატუსით ჩვენს პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში ან გაიარონ პრაქტიკები ესპანეთში მათთვის სასურველი მიმართულებით.
ტრადიციულად, ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს ვეპატიჟებით ესპანეთში მოკლევადიან ტურებზე, ხოლო დანარჩენებს- მინიმალური ხარჯებით.
ჩვენი წევრებისთვის ვქმნით დასაქმების შესაძლებლობას როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში. კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdRBTK2vGi7m-BZc6URXNKPu0ah7bpK2Mke4GFxwhKu59gd4A/viewform?