ჩვენს შესახებ
ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი იბერია 2006 წელს მადრიდში, ხოლოსაქართველოში 2016 წლის აპრილში დაარსდა.
ჩვენი გუნდი
![Image description](https://iberiainfo.me/wp-content/uploads/2022/02/kety.jpg)
![Image description](https://iberiainfo.me/wp-content/uploads/2022/02/Lana.jpg)
![Image description](http://cms.iberiainfo.me/wp-content/uploads/2023/06/tako.jpg)
![Image description](http://cms.iberiainfo.me/wp-content/uploads/2023/06/magda.jpg)
![Image description](https://iberiainfo.me/wp-content/uploads/2022/02/tamar.jpg)
![Image description](https://iberiainfo.me/wp-content/uploads/2022/02/nana.jpg)
![Image description](https://iberiainfo.me/wp-content/uploads/2022/02/ani.jpg)
![Image description](http://cms.iberiainfo.me/wp-content/uploads/2023/06/hugo.jpg)
![Image description](http://cms.iberiainfo.me/wp-content/uploads/2023/06/manu.jpg)
ცენტრის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მიეცეთ მიიღონ ევროპული განათლება, ეზიარონ ესპანურ კულტურასა და ფასეულობებს, გაეცნონ ევროპული სწავლისა და ცხოვრების მოდელს და პირიქით ესპანელ ახალგაზრდებს გააცნოს საქართველოს კულტურა, ჩართოს ისინი სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.
ხელი შეუწყოს მათ ადაპტირებას ახალ გარემოში. იბერია ეს არის სივრცე, რომელიც მორგებულია ყოველი სტუდენტის ინტერესზე, ორიენტირებულია მათ სამომავლო პერსპექტივების განვითარებაზე და თავისი წევრების დასაქმებაზე. ცენტრის მისიიდან და გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე მიზანი უცვლელია. გახდეს ხიდი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა, ხელი შეუწყოს სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით ახალგაზრდების მიმოსვლას, რათა ერთმანეთს გაუზიარონ მეტი ცოდნა და გამოცდილება.
ცენტრის უცვლელი ღირებულებებია: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც დასახმარებლად მზაობას ნებისმიერ წამს გამოთქვამენ. ურთიერთსანდოობა და გუნდური მუშაობა. ეთიკა და სამართლიანობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მუდმივი განვითარება და სიახლის ძიება, ყველა პროცესის გამჭვირვალეობა.