რატომ უნდა აირჩიო იბერია?

რადგან შენი არჩევანი, შენი წარმატებაა.

შენი არჩევანი, შენი წარმატებაა.

იბერია-ს გუნდი კი გეხმარება წარმატების მიღწევაში.

✔️ჩვენი პარტნიორი ქართული და ესპანური სასწავლებლების კარი შენთვის ღიაა.

✔️გთავაზობთ, როგორც გრძელ ვადიან, ასევე მოკლე ვადიან პროფესიულ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით.

✔️ გაქვთ შესაძლებლობა ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით ჩვენს პარტნიორ ესპანურ უნივერსიტეტებში გაიაროთ ენის კურსები, რომლის ორგანიზებაც სავიზო საკითხების ჩათვლით, ჩვენს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

✔️ ესპანურ სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გაქვთ შესაძლებლობა სკოლის მერხიდანვე მოხვდეთ ესპანეთის პროფესიულ სასწავლებლებში.

✔️ იბერია სხვა დამატებითი კურსებით ხშირად ასაჩუქრებს თავისი ცენტრის სტუდენტებს, რომლებზეც სურვილის შემთხვევაში ჩაეწერები.

✔️ასევე ჩვენი წევრებისთვის ვქმნით დასაქმების შესაძლებლობას, როგორც ესპანეთში, ისე საქართველოში.

✔️ კურსის გავლის პერიოდში შეგიძლია მოიწყო ესპანური დღეები ბათუმში და 5 დღე გაატარო შენს ჯგუფთან და ესპანელ მასწავლებლებთან ერთად.

✔️ ტრადიციულად, ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს ვეპატიჟებით ესპანეთში მოკლე ვადიან ტურებზე, ხოლო დანარჩენებს მინიმალური ხარჯებით.

✔️ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენი წევრებისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა.

✔️ და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს განკარგულებაში და მუდმივ კონტაქტზეა ქართულ-ესპანური საორგანიზაციო გუნდი და ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალი ქართველი და ესპანელი პედაგოგები.

📣გახდი იბერიელი. გახდი წარმატებული.