დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობის” ესპანური ვერსიის პრეზენტაცია ბარსელონაში

9 მარტს,ბარსელონაში,ბიბლიოთეკა Altair-ში, დათო ტურაშვილის ჯინსების თაობის ესპანური ვერსიის-Vuelos desde la URSS პრეზენტაცია გაიმართა,რომელიც ორგანიზირებული იყო ესპანეთში ცნობილი გამომცემლობა Navona-სა და ესპანური ცენტრი Iberia-ს მიერ.

შეხვედრამ კითხვა -პასუხის რეჟიმში ჩაიარა.მკითხველთა კითხვებს დათოსთან ერთად, მთარგმნელი,ინეს კონდოი ფრანკოც პასუხობდა.

“ჯინსების თაობის” გარშემო საინტერესოდ ისაუბრა ბარსელონაში მოღვაწე მთარგმნელმა ლანა კალანდიამ.

ღონისძიებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელიც დაესწრო.

პრეზენტაციის შემდეგ, ბარსელონის ქართულმა რესტორანმა იბერიამ, დათოს სიურპრიზი მოუწყო და უზარმაზარი,”ჯინსების თაობა”-ტორტი დაახვედრა.