აია-GESS-ისა და Centro Cultural y Educativo Español Iberia -ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ესპანური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება დაიწყო

ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“ პროფესიული განვითარების გზაზე ახალ შესაძლებლობებს გიხსნით.

ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“ პროფესიული განვითარების გზაზე ახალ შესაძლებლობებს გიხსნით.

სექტემბრიდან, შესაძლებლობა გაქვთ შეუერთდეთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, ჩაერთოთ ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში, ან უბრალოდ დაისვენოთ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში, გაეცნოთ მათ კულტურასა და ტრადიციებს და ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

დარეგისტრირდი და არ გაუშვა შანსი ხელიდან!

დასწრება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აუდიტორულ გაკვეთილებზე.

მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ;

გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი;

გარდა კუთვნილი 2 გაკვეთილისა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, დამატებითი საფასურის გარეშე დაესწროთ სხვა გაკვეთილებს არააქტიურ მსმენელად.

ჯგუფური გაკვეთილების ღირებულება აია-GESS-ის მოსწავლეებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შეადგენს 145 ლარს.

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/WMztAvvsNhDCtNeK9